Monday, May 30, 2022

 მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა. თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების პარალელურად, სამწუხაროდ, იზრდება კიბერდანაშაული. კიბერდამნაშავეები ბოროტად იყენებენ ტექნოლოგიებს სარგებლის მისაღებად ან სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად. ისინი ახერხებენ ადამიანების პირადი ინფორმაციის მოპოვებას. ბოლო პერიოდში გახშირდა კიბერშანტაჟი, ინტერნეტთაღლილობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, პირად საბანკო ანგარიშებში შეღწევა და სხვ. აღნიშნული პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, კიბერდანაშაულთან ბრძოლა მსოფლიოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პრობლემა უმწვავესია საქართველოსთვისაც. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მე და ჩემი ჯგუფი დავიტერესდით ჩქვალერის თემისა და ქალაქ ჯვარის მოსახლეობის ინფორმირებულობაზე კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. როგორც ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში გამოყენებული ანკეტირების შედეგების ანალიზმა აჩვენა, სამწუხაროდ, აღნიშნული პრობლემა აქტუალურია ჩვენს თემსა და მეზობელ ქალაქ ჯვარშიც. პრობლემის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად პერსონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ინფორმაციის დეფიციტი გამოიკვეთა. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი მონაცემები კიბერდამნაშავეებისგან. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩვენი პროექტი სწორედ ამ თემაზე გაგვეკეთებინა, რათა ჩვენმა თანატოლებმა და უფროსმა თაობამ შეძლონ კიბერდანაშაულისგან თავის დაცვა. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თანამედროვე სკოლის უმნიშვნელოვანესი მიმართულების - გამჭოლი კომპეტენციების, მათ შორის, მედიაწიგნიერების, ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, ისტ-ზე მუშაობის უნარების განვითარებას.

  მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა. თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების პარალელურად, სამწ...